понедельник, 13 марта 2017 г.


  1. პროექტის სახელწოდება: ,,სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ..."
  2. პროექტის აქტუალობა;მოსწავლეთა არასრულყოფილი ცოდნა სოფელ ბერბუკის ისტორიულ ძეგლებზე
  3. პროექტის მიზნები;მოსწავლემ შეძლოს გაიღრმავოს ცოდნა საკუთარ სოფელში არსებული თავდაცვითი კოშკისა და მთავარანგელოზის ეკლესიის შესახებ
  4. მონაწილეთა ასაკი: VIII კლასი
  5. პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე
  6. მოსალოდნელი შედეგები: სლაიდ შოუს შექმნა
  7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, საოფისე პროგრამები, ფოტოაპარატი, წიგნები, სახატავი ფურცლები,სახატავი ფანქრები,გუაში 
  8. პროექტის მიმდინარეობა:მოსწავლეები გადანაწილდებიან ჯგუფებად, პირველი ჯგუფი იმუშავებს ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესიაზე, მეორე თავდაცვით კოშკზე. მოსწავლეები დაათვალიერებენ ამ ობიექტებს,გადაუღებენ ფოტოებს და გააკეთებენ ჩანახატებს. მოიძიებენ ინფორმაციას წიგნებში, ინტერნეტ სივრცეში, სოფლის უხუცესებთან. შემდეგ ამ ინფორმაციას გადაამუშავებენ და pover point-ის საშუალებით შექმნიან სლაიდ შოუებს.ბოლოს წარადგენენ პრეზენტაციაზე
  9. ესგ-სთან კავშირის.გ.VIII.12.  მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.
    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    ·           აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ისტორიული პერიოდის ქართული ხელოვნების ძეგლებზე და აცნობს თანა­კლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო მასალის სახით
  10. პროექტის ხელმძღვანელი: მედეია აწკარუნაშვილი
  11. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:medeamedea56@gmail.com